Thursday, April 26, 2012

ოსკარ შინდლერი

ოსკარ შინდლერი ( Oskar Schindler), გერმანელი ინდუსტრიალისტი, რომელმაც გადაარჩინა მის საწარმოებში მომუშავე 1000-ზე მეტი ებრაელი  ჰოლოკოსტისგან,
 მის შესახებ გადაღებულია ფილმი შინდლერის სია.
ოსკარ შინდლერი დაიბადა 1908 წლის 28 აპრილს, ეთნიკური გერმანელის ოჯახში მორავიაში, რომელიც ავსტრო-უნგრეთს ეკუთვნოდა (მორავია დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია). როცა ოსკარი 27 წლის იყო, მისი მშობლები ჰანს შინდლერი და ფრანცისკა ლუზერი ერთმანეთს დაშორდნენ. ოსკარი აღიზარდა კათოლიკურად, მაგრამ მორწმუნე არ იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მაღაზიის გამყიდველად. 1928 წლის 6 მარტს ოსკარი დაქორწინდა მდიდარი ფერმერის, ეთნიკური გერმანელების ოჯახის ქალიშვილზე ემილი პელზზე (1907-2001). 30-იან წლებში ოსკარ შინდლერმა რამდენჯერმე შეიცვალა სამსახური, სცადა საკუთარი ბიზნესის წამოწყება, მაგრამ დიდი დეპრესიის პერიოდში მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა.

შინდლერის სია


შინდლერის სია (Schindler's List) - სტივენ სპილბერგის 1993 წლის ფილმი, თომას კენილის რომან „შინდლერის კიდობნის“ ეკრანიზაცია. მიღებული აქვს შვიდი ოსკარი (მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის) 1993 წელს. ფილმში მოთხრობილია კათოლიკე გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის ისტორია, რომელმაც ათასზე მეტი პოლონელი ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტის დროს. სიაში იგულისხმება 1100 ებრაელი, რომლებიც შინდლერმა დაიქირავა საკუთარ ფაბრიკაში, რათა ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან გადაერჩინა.ეს ერთი ადამიანის ტრიუმფია რომელიც სხვებს არ გავდა და დრამაა მათთვის ვინც მის გამოს გადარჩა კაცობრიობის ისტორიის უმძიმეს პერიოდში.